17:41 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-27 19:30:13, 804 ნახვა

კომენტარი
გიორგი ვაშაძის განცხადებით, პარლამენტში ამნისტიის შესახებ ორი კანონპროექტი დარეგისტრირდება

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, პარლამენტში ამნისტიის შესახებ ორი კანონპროექტი დარეგისტრირდება.

მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიცია და მმართველი პარტია, მხოლოდ დაზარალებულის თანხმობაზე ვერ შეთანხმდა.

„ჩვენ ვიძახით, რომ ამნისტიაზე დაზარალებულისგან უნდა იყოს თანხმობა, ქართული ოცნება იძახის, რომ არ უნდა იყოს, ეს არის ის საკითხი რაზეც ვერ შევჯერდით.

ხვალ პარლამენტში ამნისტის შესახებ ორი კანონპროექტი განიხილება, ორივე კანონპროექტით გათავისუფლდება ნიკა მელია, არც ერთი კანონპროექტი არ გავრცელდება თვალის დათხრაზე, ბრძანების გამცემებზე და ასე შემდეგ.

სამწუხაროდ ვერ შევთანხმდით დაზარალებულის თანხმობაზე, შეთანხმების ფარგლებში ყოველთვის ერთი კანონპროექტი ვერ იქნება. ჩვენ ასევე შევთანხმდით იმაზეც, რომ ყველა სხვა საკითხთან დაკავშირებით გაგრძელდება კონსულტაციები, რომ დადებული შეთანხმების პუნქტები შესრულდეს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics