|
2021-04-18 12:31:30, 1335 ნახვა
მსოფლიო
DW-ის ინფორმაციით, რუსეთმა შავ ზღვაში 15 საბრძოლო გემი გააგზავნა
რუსეთმა შავ ზღვაში 15 საბრძოლო გემი გააგზავნა, - აღნიშნულ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. როგორც მედია წერს, სამხედრო გემები ქერჩის სრუტის მახლობლად განლაგდებიან, ხოლო აღნიშნულ მოქმედებას კრემლში დროებითი თავდაცვითი სწავლება უწოდეს. შეგახსენებთ - რამდენიმე ხნის წინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ მოსკოვი 24 აპრილიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით უცხოური სამხედრო გემებისთვის შავი ზღვის ნაწილების ჩაკეტვას გეგმავს. აღნიშნულ განცხადებას NATO გამოეხმაურა და რუსეთის ფედერაციას მოსთოხვა, რომ უკრაინას თავისუფალი ნავიგაციის უფლება არ შეუზღუდოს. „რუსეთის გეგმები ექვსი თვით შავი ზღვის ნაწილებში საზღვაო მიმოსვლის შეზღუდვის შესახებ სამხედრო მანევრების ჩატარების ფონზე „გაუმართლებელი და დესტაბილიზაციის გამომწვევი იქნება“, - ვკითხულობთ განცხადებაში. NATO-ს განცხადების შემდეგ რუსეთის ქმედება დაგმო აშშ-მ და ევროკავშირმაც.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)