|
2021-04-16 14:54:57, 687 ნახვა
ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი - ბაზარზე რაც არ უნდა ფულის ჭარბი მოცულობა იყოს თუ ქვეყანას ინვესტორი არ ენდობა, ის ამ ქვეყანაში ფულს არ ჩადებს
ბაზარზე რაც არ უნდა ფულის ჭარბი მოცულობა იყოს თუ ქვეყანას ინვესტორი არ ენდობა, ის ამ ქვეყანაში ფულს არ ჩადებს და ასეთი ალტერნატივა ძალიან ბევრია, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველომ საერთაშორისო ინვესტორებთან გამართულ შეხვედრებზე, ნათლად დადასტურდა, რომ მათი მხრიდან საქართველოსადმი დაინტერესება ძალიან მაღალია. „ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას, რომ საქართველოს ეკონომიკას ინვესტორები ენდობიან ჩვენ ეს ცხადად დავინახეთ ე,წ, ,,Roadshow"-ების დროს. ის, რომ დღეს პანდემიაა და მომავალში შედარებით პროგნოზირებადი გარემო ნაკლებადაა, ეს კიდევ უფრო ართულებს ამ პროცესს და პირიქით, უფრო ნეგატიურად მოქმედებს საპროცენტო განაკვეთზე. ამის მიუხედავად, როდესაც ფიქსირდება ესეთი ნდობა ინვესტორების მხრიდან, ეს არის ძალიან კარგი ქვეყნისთვის, ყველა საინვესტიციო კომპანიისთვის, რომელიც ცდილობს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას, ანუ ეს არის ერთგვარი ,,Benchmark"-ი, რომელსაც დარწმუნებული ვარ, ყველა საინვესტიციო კომპანია გამოიყენებს მომავალში, რომ დაფიქსირდა ეს ზღვარი და ამაზე უნდა იქნას სწორება", - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.
გიგა ავალიანის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილს ბრალდება წარედგინა
Big Tech. Global Legends. One Future - თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
მოლდოვის პრემიერმინისტრი თანამდებობიდან გადადგა
გაორმაგების დღე City Mall-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)