2021-04-16 14:20:45, 583 ნახვა
სამართალი
დავით სარალიძის მკვლელობისთვის დაკავებულ გიორგი მენაბდეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს
დავით სარალიძის მკვლელობისთვის დაკავებულ გიორგი მენაბდეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.
გამოძიება გიორგი მენაბდეს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით ედავება.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინიტრომ დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი გუშიინ დააკავა. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დაკავებულმა, გ.ჯ.-სთან და მ.კ.-სთან ერთად, ჯგუფურად, თან ნაქონი ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, 2017 წლის 2 დეკემბერს დავით სარალიძე გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება 2017 წლის 1-ელ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას, რომელსაც ორი მოზარდის - დავით სარალიძისა და ლევან დაუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,