02:42 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-05 11:37:54, 1363 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირი უკრაინის საზღვრებთან რუსი სამხედროების მობილიზების გამო, შეშფოთებას გამოთქვამს

ევროკავშირი უკრაინის საზღვრებთან რუსი სამხედროების მობილიზების გამო, შეშფოთებას გამოთქვამს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეფ ბორელი „ტვიტერში“ წერს.

აღნიშნულ საკითხს ჟოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში მას შემდეგ გამოეხმაურა, რაც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრი კულებასთან სატელეფონო საუბრისას დონბასსა და ყირიმში რუსეთის დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებზე ისაუბრა.

ბორელმა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და აღნიშნა, რომ რუსეთის ქმედებების საკითხს ევროპელი დიპლომატები უახლოეს დღეებში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ.

ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა რუსლან ხომჩაკმა განაცხადა, რომ რუსეთი ემზადება მომავალი სამხედრო სწავლებისთვის - „დასავლეთი 2021"-სთვის და ამის ფონზე, ის ცდილობს გაიყვანოს ჯარები უკრაინის საზღვართან - რუსეთის ფედერაციის ბრიანკის და ვოროეჟის რეგიონები, ასევე ოკუპირებულ ყირიმში.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics