|
2021-03-30 10:31:34, 1079 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა მახათას მთაზე „ჯარის ქალაქის - Army City“ მშენებლობა მოინახულა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და გადაწყვეტილებით მახათას მთაზე დაწყებული „ჯარის ქალაქის - Army City“ მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად მახათას მთაზე იმყოფებოდა და ქართველი სამხედროებისთვის მიმდინარე ბინათმშენებლობის სამუშაოებს პირადად გაეცნო. ბინათმშენებლობის პროექტის მიხედვით მახათას მთაზე ოფიცრებისთვის 7-სართულიანი 39 კორპუსი შენდება, რომელშიც 1092 ბინა განთავსდება. ამ ეტაპზე 31 კორპუსის საძირკველი უკვე ჩასხმულია, მიმდინარეობს სართულების ამოყვანა, ისხმება სართულებს შორის ფილები, ქვედა სართულებზე კი მიმდინარეობს ბლოკის წყების დალაგება და ბინების ერთმანეთისგან გამოსაყოფად დატიხვრა. დანარჩენ კორპუსებზე კი, მიმდინარეობს ფუნდამენტის ქვაბულის ამოღების სამუშაოები, ასევე „ჯარის ქალაქის“ გარე პერიმეტრის - შემოღობვაც. სამხედროები თეთრი კარკასის მდგომარეობით 50მ2, 80მ2 და 110მ2-იანი საცხოვრებელი ფართის შეძენას, სულადობის პრინციპის გათვალისწინებით, უპრეცედენტოდ შეღავათიანი პირობებით შეძლებენ. საცხოვრებელი ფართის კვადრატული მეტრის ღირებულება 200 დოლარი იქნება. ხოლო, სამხედროებს ერთ კვადრატულ მეტრში აღნიშნული თანხის ნახევრის დაახლოებით 100 დოლარის გადახდა მოუწევთ. ამ თანხის გადასახდელად სამხედროებს საშუალება ექნებათ არა საბანკო გარანტიებით, არამედ უპროცენტო შიდა განვადებით ისარგებლონ. სამხედროებისთვის ღირსეული საცხოვრებელი გარემოს შესაქმნელად ყველაზე ფართომასშტაბიანი პროექტის განხორციელება გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო. „ჯარის ქალაქის - Army City“ მშენებლობა 2022 წლის ბოლოს დასრულდება. ბინათმშენებლობის პროექტი ასევე, ითვალისწინებს ბავშვებისთვის გასართობი სივრცეების, შიდა გზების, რეკრეაციული და პარკირების ზონების მოწყობას.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)