04:04 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-22 12:48:47, 814 ნახვა

სამართალი
გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას ითხოვს

გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას ითხოვს, - ამის შესახებ ოჯახის ადვოკატმა, ვახტანგ ბარამაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ახალციხის კლინიკაში მედიკოსების გამოკითხვისა და ექთნის სამედიცინო ისტორიის გამოთხოვის შუამდგომლობით, პროკურატურას დღეს მიმართავენ.

„გადმოგვეცა გარკვეული საგამოძიებო დოკუმენტაცია. ამ დროისთვის გვაქვს თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან პაციენტის სამედიცინო ისტორია და გვაქვს რამდენიმე გამოკითხვის ოქმიც. პირველ რიგში, გამოძიება ჩასატარებელი არის ახალციხეში. დღეს შუამდგომლობებით მივმართავთ  პროკურატურას და ვთხოვთ, გარკვეული მოწმეების გამოკითხვას; ვთხოვთ, სისხლის ნიმუშების გადმოცემას, რომ ამ ნიმუშებზე ჩავატაროთ ექსპერტიზა.

ოჯახს აინტერესებს სრული სურათის დანახვა. აქ უნდა გამოვლინდეს ყველა ის დარღვევა, რამაც საბოლოო ჯამში ფატალური შედეგი გამოიწვია. ოჯახს აინტერესებს საერთოდ უნდა გაკეთებულიყო თუ არა ვაქცინა და შესაბამისად, რამდენად სწორად იყო შესწავლილი ანამნეზი. ოჯახს აინტერესებს ვაქცინაციის შემდგომ უარყოფითი ეფექტი რამდენად სწორად იქნა ნამართი და რამდენად დროულად მოხდა რეაგირება“, - განაცხადა ვახტანგ ბარამაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ახალციხელი ექთანი მეგი ბაქრაძე „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკის შედეგად გარდაიცვალა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics