|
2021-03-18 19:29:13, 439 ნახვა
კომენტარი
თბილისის მერის მოადგილე - შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც 24-საათიან რეჟიმში აკვირდება მეწყრულ პროცესს
საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, მინდა კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო ვაშლიჯვრის ფერდთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობას. პირველ რიგში, მინდა, გამოვეხმაურო რიგი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან, მეწყრული პროცესის გააქტიურების გამო, იგეგმება მოსახლეობის ევაკუაცია, რაც არის სიცრუე და ემსახურება საზოგადოებაში პანიკის დათესვას. თქვენ იცით, რომ შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც 24-საათიან რეჟიმში აკვირდება მეწყრულ პროცესს, ასევე მომავალი კვირიდან უცხოელი ექსპერტებიც შემოგვიერთდებიან და როგორც აქამდე, ყველა ეტაპზე მოსახლეობა იქნება სრულად ინფორმირებული. მეწყრული პროცესი კავშირში არ არის მაჭავარიანის ქუჩის ქვემოთ მიმდინარე ახალი გზის მოწყობის სამუშაოებთან. აქვე მე შემიძლია წარმოგიდგინოთ ვიდეოკადრები, სადაც კარგად ჩანს, რომ საუბარია აბსოლუტურად სხვადასხვა ტერიტორიაზე. დღეს უკვე განვმარტე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თბილისის მერია იყო პირველი, ვინც გაავრცელა განცხადება მეწყრული პროცესის შესახებ და დაიწყო სპეციალისტების რეკომენდაციების გათვალისწინება. პირველი განცხადება გავავრცელეთ მიმდინარე წლის 15 მარტს. პირველ რიგში, მოხდა მაჭავარიანის ქუჩის ორმხრივი ჩაკეტვა და დაიწყო საპრევენციო ღონისძიებები. მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს მეწყრული პროცესების მონიტორინგი. ამჟამად ვართ კვლევა-პროექტირების ეტაპზე. პროცესი უახლოეს დღეებში დასრულდება და გვექნება უკვე პირველადი მონაცემები, თუ რასთან გვაქვს საქმე და რა ღონისძიებები არის გასატარებელი. თქვენ იცით, რომ ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომელსაც ახორციელებს თბილისის მერია, წინ უსწრებს შესაბამისი კვლევა, რაშიც ჩართულია გარემოს ეროვნული სააგენტო და სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო. დღეს რიგი მედიასაშუალებები ავრცელებენ დოკუმენტს, რომელიც, მათი თქმით, ექსკლუზიურად მოიპოვეს. რეალურად აღნიშნული დოკუმენტი არის საჯარო და წარმოადგენს ხელშეკრულების თანმდევ ნაწილს. დოკუმენტი შეეხება იმ სამუშაოებს, რომელიც მაჭავარიანი-გელოვანის გზას უკავშირდება და არა ბოლო დღეებში გააქტიურებულ მეწყრულ პროცესს. ყველა უწყება აგრძელებს მუშაობას, როგორც ნახეთ, სამუშაო ჯგუფის შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა და მას თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად ესწრებოდა გარემოს ეროვნული სააგენტოს, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები. მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ დედაქალაქის მერია შესაბამის სამსახურებთან ერთად პერიოდულად მოგაწვდით არსებულ ვითარებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)