|
2021-03-17 17:19:10, 1072 ნახვა
ეკონომიკა
„თი ბი სი“ დაზღვევა მხარდაჭერას უცხადებს COVID-19 ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას
აქ.ახლა თიბისი დაზღვევის მისია ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა, რაც ვაქცინაციის ხელშეწყობასაც გულისხმობს. კომპანიის მიზანია, მომხმარებლისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად, აქტიურად ჩაერთოს ვაქცინაციასთან დაკავშირებულ საკითხებში. როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე ვაქცინაციასთან დაკავშირებული თითოეული საკითხის მართვა მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივაა. კომპანია გამოთქვამს სურვილსა და მზადყოფნას პირველივე შესაძლებლობისთანავე, კომერციული ინტერესის გარეშე, ჩაერთოს დაზღვეულების ნებაყოფლობითი ვაქცინაციის პროცესში, რაც პირველადი ინფორმაციით, მომხმარებლისთვის ვაქცინების თვითღირებულებით მიწოდებასა და შესაძლო თანადაფინანსებას გულისხმობს. „თიბისი დაზღვევის მიზანი და დიდი სურვილია, რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტიანად დაეხმაროს მომხმარებლებს ვირუსთან ბრძოლაში და მაქსიმალურად გაუმარტივოს მათ ეს პროცესი. ვირუსთან ბრძოლისას ყველაზე ეფექტიანი, გამართლებული და დადასტურებულად მოქმედი საშუალება ვაქცინაციაა. ჩვენი კორპორაციულ-სოციალური პასუხისმგებლობაა, გავაკეთოთ ყველაფერი, რათა ჩვენმა დაზღვეულებმა, აქ.ახლა, შეძლონ მათთვის უსაფრთხო გარემოში ცხოვრება". - პაატა ღაძაძე, თიბისი დაზღვევის გენერალური დირექტორი. დაზღვეულთათვის მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად კომპანია, ასევე უზრუნველყოფს ვაქცინაციასთან დაკავშირებული ლოჯისტიკური პროცესების დაორგანიზებას, იქნება ეს ვაქცინაციის ადგილისა და დროის განსაზღვრა/დაჯავშნა თუ სხვა. ქვეყანაში კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევის შემდეგ, თიბისი დაზღვევა სრული დატვირთვით მუშაობს თავისი დასაქმებულებისა და დაზღვეულებისათვის, მათზე მორგებული და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად. ამ მიზნით, ერთი წლის განმავლობაში კომპანიამ სრულად ციფრული და ავტომატიზებული პროცესების დანერგვა დააჩქარა, რამაც ჩვენს მომხმარებელს მისთვის საჭირო ნებისმიერი სადაზღვევო მომსახურების დისტანციურად მიღების შესაძლებლობ მისცა. კორპორაციულ-სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, თიბისი დაზღვევამ COVID-19-თან მებრძოლი ექიმებისათვის შექმნა 300 000-ლარიანი ფონდი, რომლის მეშვეობითაც მატერიალური დახმარება გადაეცა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ინფიცირებულ 80-ზე მეტ სამედიცინო პერსონალს. კომპანიის ვაქცინაციასთან დაკავშირებული თითოეული ნაბიჯიც სწორედ კორპორაციულ-სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში გადაიდგმება.
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)