08:58 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-13 11:20:01, 625 ნახვა

კომენტარი
ამირან გამყრელიძე - დარწმუნებული ვარ, თანდათან დოზები გაიზრდება და ზაფხულში მასობრივი იმუნიზაცია გვექნება

„დარწმუნებული ვარ, რომ თანდათან დოზები გაიზრდება და ზაფხულში ჩვენ გვექნება მასობრივი იმუნიზაცია“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც გამყრელიძემ მედიასთან აღნიშნა, წელს ქვეყანაში ორჯერადად უნდა აიცრას 1 700 000 ადამიანი, რისთვისაც საჭიროა 3 400 000 ვაქცინის დოზა.

„წელს ქვეყანაში უნდა აიცრას 1 700 000 ადამიანი ორჯერადად. ეს არის დაახლობით 3 400 000 დოზა, დანაკარგის გაანგარიშებით ვვარაუდობთ 3 900 000 დოზას, რომლის მობილიზება ქვეყანაში მოხერხდება. გარანტირებული არის 1 400 000 დოზა „კოვაქსიდან“, რომლითაც შემოვიდა ეს პირველი ვაქცინა. დარწმუნებული ვარ, რომ თანდათან დოზები გაიზრდება და ზაფხულში ჩვენ გვექნება მასობრივი იმუნიზაცია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა უარყო პუტინთან დონბასის რუსეთისთვის დათმობასთან დაკავშირებით რაიმე შეთანხმების არსებობა
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics