|
2021-03-12 18:35:49, 1138 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ პოლონელი ექსპერტი დააჯილდოვა
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სამხედრო პოლიციის ინიციატივის პოლონელ ხელმძღვანელს მედალი „ღირსეული პარტნიორი“ გადასცა. პოლკოვნიკმა პიოტრ პავლიცამ უწყებრივი ჯილდო ქართული მხარისთვის ოთხი წლის განმავლობაში გაწეული დახმარებისთვის მიიღო. პოლონელმა ექსპერტმა SNGP-ის სამხედრო პოლიციის ინიციატივის განხორციელებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. განსაკუთრებით აღსანიშნავია პოლონეთის მხარდაჭერა ნატოს მრავალეროვნულ სამხედრო პოლიციის ბატალიონსა (NMMPB) და ქართულ მხარეს შორის პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმების მიმართულებით, რომელსაც ხელი 2020 წელს მოეწერა. ხელშეკრულების საფუძველზე, 2021 წლის ბოლომდე საქართველოს სამხედრო პოლიციის ოცეული NMMPB-ის სრულუფლებიანი წევრი გახდება. ასევე, ხაზგასმით აღინიშნა პოლონეთის მხარის კონტრიბუცია სამხედრო პოლიციის შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით სპეციალიზირებული ტრენინგების უზრუნველყოფასა და ნატოს ნდობის ფონდის (NATO Defence Capacity Building Trust Fund) ფარგლებში შესაბამისი აღჭურვილობის გადმოცემაში. პოლონელი ექსპერტის დაჯილდოების ცერემონიალს პოლონეთის სამხედრო ატაშე, ნატოს ძირითადი ჯგუფის ხელმძღვანელი, SNGP-ის ინიციატივის ლიდერები და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)