07:01 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-11 10:37:39, 481 ნახვა

სამართალი
გურჯაანში რვა თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულს აღმკვეთ ღონისძიებას დღეს შეუფარდებენ

გურჯაანის რაიონული სასამართლო ოჯახური კონფლიქტის ფაქტზე დაკავებული მამაკაცის საქმეზე, რომელსაც 8 თვის ბავშვი ემსხვერპლა, დღეს იმსჯელებს.

36 წლის მამაკაცს ბრალი 10 მარტს, ყვარლის პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში წარედგინა.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულმა 1996 წელს დაბადებულ მეუღლეს ოჯახური კონფლიქტის დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნული კონფლიქტის დროს ქალს ხელში ჰყავდა შვილი - 2020 წელს დაბადებული ბავშვი, რომელმაც გონება დაკარგა და გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics