|
2021-03-03 22:45:02, 1103 ნახვა
კომენტარი
ლიეტუვის პრეზიდენტი - პავილიონისის ვიზიტთან დაკავშირებით, იძულებული ვარ განვაცხადო, დაზიანდა ჩვენი, როგორც შუამავლის იმიჯი საქართველოში
„ჟიგიმანტას პავილიონისის ვიზიტთან დაკავშირებით, იძულებული ვარ განვაცხადო, დაზიანდა ჩვენი, როგორც შუამავლის იმიჯი საქართველოში”, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ლიეტუა, სხვა მოკავშირე ქვეყნებთან ერთად, მზად არის ნებისმიერ დროს საქართველოს დაეხმაროს ამ ვითარების გადალახვაში. „თქვენ იცით, რომ ნებისმიერ შუამავლობას უნდა მოჰქონდეს სარგებელი და არა ზიანი. ჟიგიმანტას პავილიონისის ვიზიტთან დაკავშირებით, სამწუხაროდ იძულებული ვარ განვაცხადო, რომ ზიანი დადგა და შესაძლოა, დაზიანდა ჩვენი, როგორც შუამავლის იმიჯი საქართველოში. ჩვენ რა თქმა უნდა, ვმუშაობდით ევროკავშირის დონეზე და შემთხვევითი არ არის, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ამ კვირაში სტუმრობდა საქართველოს. მან საკმაოდ ღრმა დისკუსიები გამართა როგორც ოპოზიციის ლიდერებთან, ისე მმართველ გუნდთან. ჯერ ვერ ვიტყვით, რომ შედეგი ხელშესახები და მრავლისმთქმელია, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია და საქართველოს პრეზიდენტთან საუბრისას ეს აღვნიშნე და მას ეს კარგად ესმის. ჩვენ მზად ვართ, საქართველოში ნებისმიერ დროს წავიდეთ, როგორც დამოუკიდებლად, ასევე ჩვენ პარტნიორებთან, პოლონეთიდან, ბალტიის ქვეყნებიდან და დავეხმაროთ გადალახონ ეს არც ისე მარტივი ვითარება. არ მინდა, კრიზისი დავარქვა, თუმცა სამწუხაროდ ის, რაც ხდება, ძალიან ჰგავს ამას. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს ლიეტუვაში, დავეხმაროთ და არა ხელი შევუშალოთ“,- განაცხადა გიტანას ნაუსედამ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)