04:58 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-03 11:03:42, 507 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა ბიზნესლიდერთა ფედერაციის „ქალები მომავლისთვის" წევრებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ბიზნესლიდერთა ფედერაციის „ქალები მომავლისთვის" წევრებს შეხვდა  და მათ სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, ასევე ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამები გააცნო, მათ შორის პროგრამა „აწარმოე საქართველოში" ექსპორტის, ინვესტიციებისა და მეწარმეობის მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ  „აწარმოე საქართველოში" სხვადასხვა კომპონენტის ფარგლებში მონაწილე ქალი მეწარმეების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება და თითქმის მიუახლოვდა მთლიანი მონაწილეების 50%-ს.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ის გზები და ნაბიჯები, რომელიც ბიზნესს პოსტპანდემიური კრიზისის დაძლევაში დაეხმარება.

ნათია თურნავას განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის ბიზნესთან კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რათა სამინისტროს პოლიტიკა ბიზნესის ყოველდღიურ საჭიროებებზე იყოს მორგებული, რაც პოსტპანდემიურ პერიოდში განსაკუთრებით აქტუალურია.

„აქედან გამომდინარე, ჩვენ ხშირად ვხვდებით სხვადასხვა ბიზნესასოციაციებსა და გაერთიანებებს.  მორიგი ასეთი შეხვედრა შედგა ბიზნესლიდერთა ფედერაციასთან „ქალები მომავლისთვის", რომელიც 70-მდე ბიზნესმენ ქალს აერთიანებს. ბიზნესასოციაციების მოსაზრების მოსმენა ყოველთვის საინტერესოა და დღესაც ძალიან საინტერესო და საგნობრივი დისკუსია გაიმართა კონკრეტულ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ქართული ბიზნესი კორონავირუსის პანდემიის შედეგად აღმოჩნდა. ვიმსჯელეთ იმ ნაბიჯებზე, რომელიც მათ ამ გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება", - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ.

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.  შეხვედრის მონაწილეთა შეკითხვებს ნათია თურნავასთან ერთად, მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი გურგენიძემ უპასუხეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics