|
2021-03-02 12:27:26, 541 ნახვა
კომენტარი
თამარ გაბუნია - გუშინდელი გაუგებრობა ამოწურულია და „კოვაქსთან“ თანამშრომლობა, ჩვეულ რეჟიმში, გრძელდება
გუშინდელი გაუგებრობა ამოწურულია და „კოვაქსთან“ თანამშრომლობა, ჩვეულ რეჟიმში, გრძელდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განცხადა. მისივე თქმით, ყველა სახელმწიფოს აქვს უკმაყოფილების გამოთქმის უფლება გარკვეულ ასპექტებთან დაკავშირებით. „რა თქმა უნდა, ყველა სახელმწიფოს, მათ შორის ჩვენც გვაქვს უფლება გამოვხატოთ ჩვენი უკმაყოფილება გარკვეულ ასპექტებთან დაკავშირებით, ეს კომუნიკაცია მოხდება „კოვაქსთან“ და მათ პარნიორებთანაც, ეს არის სამუშაო პროცესი და ვფიქრობთ, რომ გუშინდელი გაუგებრობა ამოწურულია და თანამშრომლობა გაგრძელდება ჩვეულ რეჟიმში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. შეგახსენებთ, რომ გუშინ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში განაცხდა, რომ არ არის გამორიცხული, საქართველომ „კოვაქს" პლატფორმას უჩივლოს.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)