|
2021-02-25 11:28:08, 1151 ნახვა
ეკონომიკა
სულ ახალი ბიზნეს მობილბანკი „საქართველოს ბანკისგან“
„საქართველოს ბანკი“ ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით ინოვაციების დანერგვას განაგრძობს. ახლა უკვე სულ ახალი ბიზნეს მობილბანკის გამოყენებით, მომხმარებლებს საკუთარი ბიზნეს ოპერაციების მართვა ნებისმიერი ადგილიდან შეუძლია. სულ ახალი ბიზნეს მობილბანკი მომხმარებლის საჭიროებების გათვალისწინებით შეიქმნა და მათ მრავალ სიახლეს სთავაზობს. მათ შორისაა ანგარიშების მართვის ფუნქციონალი, რომლის ფარგლებშიც, მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა, იხილოს როგორც მიმდინარე ანგარიში, ასევე თანხები, დეპოზიტები, ვალდებულებები და ბარათები. რაც შეეხება გადარიცხვებს, მათი განხორციელება საქართველოს ნებისმიერ წერტილშია შესაძლებელი როგორც ლარში, ასევე დოლარში. აღსანიშნავია, რომ ბიზნეს მობილბანკს გააჩნია დოკუმენტების დადასტურების ფუნქციონალი, რომელიც საგრძნობლად ზოგავს დროს და ამარტივებს პროცესებს. ბიზნეს ინტერნეტბანკიდან შექმნილი ყველა ტიპის ოპერაციის ხელმოწერა ახლა უკვე ბიზნეს მობილბანკიდანაა შესაძლებელი. გარდა ამისა, განახლებულ ბიზნეს მობილბანკში შესაძლებელია კონვერტაციით ვალუტის კურსის შემოწმება და გადაცვლის შეღავათიანი პირობებით სარგებლობაც. პარამეტრების მორგების ფუნქციონალი კი პირადი მონაცემების ცვლას, დიზაინის სასურველი რეჟიმისა და კომფორტული ავტორიზაციის პროცესის შერჩევას უზრუნველყოფს. „მოხარული ვართ წარმოგიდგინოთ სულ ახალი ბიზნეს მობილბანკი, რომელიც სპეციალურად მომხმარებლის საჭიროებების საპასუხოდ შეიქმნა. განახლებული ფუნქციონალის მთავარი მიზანია კიდევ უფრო გაუმარტივოს მომხმარებელს ყოველდღიური ბიზნეს ოპერაციები ისე, რომ მისთვის საჭირო აქტივობების განხორციელება სულ რამდენიმე წამში, ნებისმიერი ადგილიდან შეძლოს. ჩვენ აქტიურად ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ყველა ის გამოწვევა, რომელსაც ბიზნესი ყოველდღიურ საქმიანობაში აწყდება. გვჯერა, რომ სულ ახალი ბიზნეს მობილბანკი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ბიზნესის ეფექტურად მართვას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, ლევან კობახიძემ. დამატებითი დეტალებისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: https://business.ge/2hwP
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)