12:05 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-24 15:45:17, 538 ნახვა

კომენტარი
ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სტაბილიზირდება, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს

ეპიდსიტუაცია ქვეყანაში სტაბილიზირდება, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ნოემბერ-დეკემბერთან შედარებით ინციდენტობის მაჩვენებელი 10-ჯერ არის შემცირებული.

„მოგეხსენებათ, დღეს იყო პირველი საბჭოს სხდომა ახალი პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. შევადარეთ ნოემბერ-დეკემბრის და დღევანდელი მონაცემები ინციდენტობის თვალსაზრისით, ანუ, ახალ შემთხვევათა რიცხვი 100 000 მოსახლზე, შვიდ დღიანი, 14-დღიანი და ყველაზე მაღალი ინციდენტობა გვქონდა 10 დეკემბერს. 15 ნოემბრიდან დეკემბრის 10-მდე იყო პიკური პერიოდი, როცა დღიურად გვქონდა 4 000-5 000 შემთხვევა. ინციდენტობა არის 10-ჯერ შემცირებული. ასევე შემცირებულია სიკვდილიანობა. ანუ, ეპიდსიტუაცია ქვეყანაში სტაბილიზირდება, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ყველა რეკომენდაცია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics