13:35 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-07 16:16:01, 741 ნახვა

სამართალი
კახა კახიშვილის ბრძანებით, პენიტენციურ დაწესებულებებში მაღაზიებისა და კვების ინსპექტირება განხორციელდება

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მაღაზიებისა და კვების ინსპექტირებას იწყებს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან აცნობეს, მაღაზიებისა და კვების ინსპექტირების შესაბამისი კომისიები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის ბრძანების თანახმად შეიქმნა.

უწყების ინფორმაციით, ინსპექტირების კომისია ყველა დაწესებულებაში ჩამოყალიბდა. კომისიების შემადგენლობაში შედიან სოციალური მუშაკი, ექიმი, დაწესებულების ადმინისტრაციის და უსაფრთხოების განყოფილების წარმომადგენლები.

კომისიები შეამოწმებენ ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის განსაზღვრული კვების ულუფის ოდენობას; პროდუქტებისა და მზა კერძების განთავსების ადგილის სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს; საკვების მიწოდების დროს დღის განრიგთან შესაბამისობაში; კვების პროდუქტების ხარისხსა და წამომავლობას. პროდუქტის ან მზა კერძების დაწუნების შემთხვევაში, კომისია მას შესამოწმებლად დამოუკიდებელ ექსპერტს გადაუგზავნის.

რაც შეეხება პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მაღაზიების ინსპექტირებას, კომისიები მაღაზიებში არსებულ სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს შეამოწმებენ; ყურადღება მიექცევა შეტანილი პროდუქტების ვადებსა და ღირებულებებს; პროდუქციის რაოდენობასა და სახეობებს.

მსჯავრდებულთათვის/ბრალდებულთათვის კანონით გათვალისწინებული ყველა სერვისის სათანადოდ მიწოდება და უზრუნველყოფა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
18 წლის მორაგბე ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა
მამა იერონიმე ქათამაძე: არის რაღაც ინფორმაციები, რომ ახალი პატრიარქი შეძლებს საყოველთაო შერიგებას
მეუფე ნიკოლოზი: მიმაჩნია, რომ ქვეყანაში სინდისის პატიმრები და პოლიტიკური პატიმრები საერთოდ არ უნდა იყვნენ
რუმინეთის პატრიარქი დანიელი - გისურვებთ თქვენს უნეტარესობას მრავალ კურთხეულ წელს საქართველოს მართლმადიდებელი ხალხის სამსახურში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics