|
2021-02-22 22:22:55, 549 ნახვა
კომენტარი
ALDE-ს პრეზიდენტი - მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, განაახლოს მოლაპარაკებები ოპოზიციასთან
„მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, განაახლოს მოლაპარაკებები ოპოზიციასთან“, - ამის შესახებ ALDE-ს პრეზიდენტი, ჰანს ვან ბაალენი საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილს ღია წერილით მიმართავს. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ პოლიტიკური აზრთასხვადასხვაობა პარლამენტში უნდა წყდებოდეს და არა სასამართლოებში. „გასულ პარასკევს პრემიერ- მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოში არჩევნების შემდგომი კრიზისის პრაქტიკული გადაწყვეტა გადაუდებელია ისე, როგორც არასდროს. შემდეგი ნაბიჯები მოითხოვს ჩართულობას და პოლიტიკური ჩიხის დასასრულს და არა შემდგომ სადამსჯელო მოქმედებებს ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ. მე ვარ ლიბერალი და მე მხარს ვუჭერ საქართველოს. როგორც ლიბერალური ინტერნაციონალის საპატიო პრეზიდენტი და ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი ევროპული პარტიისთვის პრეზიდენტი, გარწმუნებთ, რომ ჩვენს კონტინენტს სჭირდება ძლიერი, უფრო დემოკრატიული საქართველო. საქართველო, სადაც განსხვავებულ აზრს უსმენენ და პოლიტიკური აზრთასხვადასხვაობა პარლამენტში წყდება და არა სასამართლოებში ოპოზიციონერი ფიგურების თვითნებური დაკავების შემდეგ. ახლა არის დიალოგისა და დეესკალაციის და არა შემდგომი ურთიერთბრალდებების დრო. მომავალ კვირას ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის, ჩამოსვლამდე, მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, განაახლოს მოლაპარაკებები ოპოზიციასთან და ერთად იმუშაოს, რათა დაინიშნოს თარიღი თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ახალი რაუნდის უზრუნველსაყოფად“, - ვკითხულობთ წერილში.
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)