|
2021-02-21 20:36:15, 305 ნახვა
კომენტარი
ჯუანშერ ბურჭულაძე: ძლიერი თავდაცვის ძალების ჩამოყალიბება რთული იქნება თუ სათანადო ყურადღება არ მიექცევა ეროვნული სამხედრო ინდუსტრიის განვითარებას
ძლიერი და კარგად უზრუნველყოფილი თავდაცვის ძალების ჩამოყალიბება რთული იქნება თუ სათანადო ყურადღება არ მიექცევა ეროვნული სამხედრო ინდუსტრიის განვითარებას - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა საქართველოს პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე სამთავრობო პროგრამის თავდაცვის ნაწილის წარდგენისას განაცხადა. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ქვეყანამ ადგილობრივად წარმოებული სამხედრო ინდუსტრიის ხარჯზე თავი საერთაშორისო ბაზარზე დაიმკვიდროს. „პირველად, ქართული ჯარის ისტორიაში, 2020 წელს თავდაცვის ძალებმა მიიღო საქართველოში წარმოებული 40-მდე სამხედრო მანქანა. ეს პროცესი აუცილებლად გაძლიერდება და გვექნება თვალსაჩინო შედეგები, მათ შორის საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრების თვალსაზრისითაც. ასევე, მინდა ავღნიშნო ის ნაბიჯები რაც საქართველოში ვაზნების წარმოების მიმართულებით გადაიდგა და გპირდებით, არ დავიშურებთ ძალისხმევას, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე წარმატებით მივიყვანოთ“, - აღნიშნა მინისტრობის კანდიდატმა. მისი განცხადებით, დელტაში აქტიურად მიმდინარეობს ნატოს სტანდარტის ნაღმმტყორცნების წარმოებაზე მუშაობა, რაც მომავალში კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი ჯარის თავდაცვის შესაძლებლობებს. ჯუანშერ ბურჭულაძემ სსსტც „დელტას“ ბაზაზე სამინისტროს მიერ დაფუძნებული კომპანია „დელტა ტექსტილის“ შესახებაც ისაუბრა, რომელიც პანდემიის თუ სხვა ფორსმაჟორულ სიტუაციებშიც კი, უზრუნველყოფს თავდაცვის ძალების უწყვეტ მომარაგებას შესაბამისი უნიფორმით და ტექსტილის სხვა ნაწარმით.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)