|
2015-10-06 12:26:46, 885 ნახვა
სამხედრო
საქართველოს ესტონეთის არმიის მთავარი სერჟანტი ესტუმრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს ესტონეთის შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი სიმ სალისტე ესტუმრა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უცხოელ სტუმარს მასპინძლობა ქართველმა კოლეგამ - საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარმა სერჟანტმა ბესიკ ხატიაშვილმა გაუწია. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ესტონეთს შორის სამომავლო თანამშრომლობის დეტალები განიხილეს. „ესტონელ კოლეგასთან ესტონეთსა და საქართველოში არსებული სერჟანტთა სისტემები განვიხილეთ. გავცვალეთ შეხედულებები და იდეები. ქართულ და ესტონურ სერჟანტთა სისტემას შორის ბევრი რამ არის საერთო. ჩვენ მსგავსი გამოწვევები გვაქვს და სამომავლო პერსპექტივებისთვის ინფორმაციის ინტენსიურ გაცვლას დიდი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა ბესიკ ხატიაშვილმა. ესტონეთის შეიარაღებული ძალების მთავარმა სერჟანტმა შეხვედრა გამართა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილესთან, ბრიგადის გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან. მხარეებმა საქართველო-ესტონეთის სამხედრო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ესტონეთის დელეგაცია უკვე იმყოფებოდა გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში. ამჯერად ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ ესტუმრებიან და ცენტრში არსებულ სამუშაო პროცესს გაეცნობიან.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)