|
2021-02-12 14:32:27, 587 ნახვა
კომენტარი
პრემიერი - პოლიტსაბჭოზე მისვლას ხან ვახერხებ, ხან ვერ, ერთხელ და სამუდამოდ პოლარიზაციის ასეთი საკითხი უნდა დასრულდეს
მე ხან ვახერხებ პოლიტსაბჭოზე მისვლას, ხან ვერ ვახერხებ, ერთხელ და სამუდამოდ პოლარიზება, პოლიტიკური ხულიგნობები უნდა დასრულდეს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ქვეყანაში არის გამოწვევები, რომელსაც ცალკე აღებული პოლიტიკური ძალა მარტო ვერ გაუმკლავდება. მანვე დასძინა, რომ ჭორაობისა და ერთმანეთთან ხულიგნური დამუქრებების ნაცვლად, ჯობს ყველამ გაიზაროსმანდატი და შევიდეს იქ, სადაც კეთდება პოლიტიკა. „მე ხან ვახერხებ პოლიტსაბჭოზე მისვლას, ხან ვერ ვახერხებ. ერთხელ და სამუდამოდ პოლარიზაციის ასეთი საკითხი, ბოიკოტები და პოლიტიკური ხულიგნობები უნდა დასრულოდეს. ქვეყანას იმხელა გამოწვევები აქვს, ეკონომიკური, უსაფრთხოების და ჯანდაცვის თვალსაზრისით, რომ შეუძლებელია, ცალკე აღებული პოლიტიკური ძალა მარტო გაუმკლავდეს ამ გამოწვევებს. ერთი რამე უნდა გავითვალიწინოთ, ეს პოლიტიკური პოლარიზაცია, ხულიგნობა ან უშინაარსო ქმედებები ქვეყნის უსაფრთხოების პრობლემა ხდება. იმის მაგივრად, რომ ვიჭორაოთ და ერთმანეთს ხულიგნურად დავემუქროთ, ამის გამო ჯობს ყველამ გავიაზროთ მანდატი, შევიდეთ იქ, სადაც პოლიტიკა კეთდება და იქ ვიზრუნოთ ქვეყანაზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ლარსის გამშვებ პუნქტზე რუსი მესაზღვრეები ქართველ მძღოლებს დოკუმენტების სწრაფად მიღებისთვის დიდ გადასახადებს თხოვენ
2025 წელს საქართველოში 13 000-ზე მეტი ახალი სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)