18:41 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-12 13:27:09, 655 ნახვა

მსოფლიო
„თუ გინდა მშვიდობა, მოემზადე ომისთვის“ - რუსეთი ევროკავშირთან ურთიერთობის გაწყვეტას არ გამორიცხავს

თუ ბრიუსელი რუსეთის ეკონომიკური სექტორისთვის სანქციების დაწესებას განაგრძობს, არ გამოვრიცხავთ ევროკავშირთან ურთიერთობის შეწყვეტას, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„ჩვენ მზად ვართ იმ შემთხვევაში, თუ კიდევ დავინახავთ, როგორც უკვე ერთხელ ვიგრძენით, რომ კონკრეტულ სფეროებში გვიწესებენ სანქციებს, რომლებიც ქმნიან რისკებს ჩვენი ეკონომიკისთვის, მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვან სფეროებში/

კი, ჩვენ არ გვინდა, რომ მოვახდინოთ, ასე ვთქვათ, მსოფლიო ცხოვრებიდან იზოლირება, თუმცა მზად უნდა ვიყოთ ამისთვის. თუ გინდა მშვიდობა - მოემზადე ომისთვის", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა რუსეთს მოუწოდა, ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის გათავისუფლებისკენ და აღნიშნა, რომ რუსეთი მომხდარის გამო შესაძლოა ახალი სანქციების წინაშე დადგეს. 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანში აცხადებენ, რომ ბოლო ერთ დღეში ჰორმუზის სრუტე 26-მა გემმა გადაკვეთა
უკრაინამ და ევროკავშირმა €8.35 მილიარდის დახმარების პაკეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს
ევროკავშირმა და ევროპარლამენტმა აშშ-სთან სავაჭრო ტარიფებზე შეთანხმებას მიაღწიეს
BOG-ის ინიციატივები ფინანსური განათლების მხარდასაჭერად - I კვარტლის შეჯამება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics