18:40 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-12 10:18:47, 1087 ნახვა

მსოფლიო
ტედროს გებრეიესუსი - კორონავირუსის წარმოშობისა და გავრცელების ყველა ჰიპოთეზა ღიად რჩება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეიესუსმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფმა, რომელიც ვუჰანში კორონავირუსის წარმოშობას სწავლობდა, ვიზიტი დაასრულა.

როგორც ის აღნიშნავს, კგუფი უახლოეს პერიოდში სრულ დასკვნას დადებს. მისი თქმით, კორონავირუსის წარმოშობისა და გავრცელების ყველა ჰიპოთეზა ღიად რჩება და საჭიროებს შემდგომ შესწავლას.

„როგორც მოგეხსენებათ, დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფმა COVID-19 ვირუსის წარმოშობის შესასწავის მიზნით ჩინეთში მოგზაურობა დაასრულა.

ეს იყო საერთაშორისო გუნდი, რომელიც ავსტრალიის, დანიის, გერმანიის, იაპონიის, ნიდერლანდების, კატარის, რუსეთის ფედერაციის, გაერთიანებული სამეფოს, ამერიკის შეერთებული შტატების და ვიეტნამის ექსპერტებისგან შედგებოდა. გუნდში ასევე შედიან WHO, FAO და OIE ექსპერტები.

ექსპერტთა ჯგუფი კვლავ მუშაობს საბოლოო დასკვნაზე და ველოდებით როგორც ანგარიშის მიღებას, ასევე სრულ ბრიფინგს.

წამოიჭრა რამდენიმე კითხვა იმის თაობაზე, გაუქმდა თუ არა ზოგიერთი ჰიპოთეზა.

მინდა განვმარტო, რომ ყველა ჰიპოთეზა რჩება ღია და საჭიროებს შემდგომ შესწავლას“, - განაცხადა გებრეიესუსმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანში აცხადებენ, რომ ბოლო ერთ დღეში ჰორმუზის სრუტე 26-მა გემმა გადაკვეთა
უკრაინამ და ევროკავშირმა €8.35 მილიარდის დახმარების პაკეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს
ევროკავშირმა და ევროპარლამენტმა აშშ-სთან სავაჭრო ტარიფებზე შეთანხმებას მიაღწიეს
BOG-ის ინიციატივები ფინანსური განათლების მხარდასაჭერად - I კვარტლის შეჯამება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics