|
2021-02-09 18:34:33, 742 ნახვა
კომენტარი
ნინო ანანიაშვილი თეა წულუკიანზე: მშვენიერი შეხვედრა გვქონდა, მოგვისმინა, როგორი მინისტრი იქნება, რა ვიცი
ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალეტის მიმართულების ხელმძღვანელმა, ნინო ანანიაშვილმა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან, თეა წულუკიანთან შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ნინო ანანიაშვილი თეა წულუკიანის კულტურისა და სპორტის სამინისტროს მინისტრად შესაძლო დანიშვნის საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არ იცის, თუ როგორი მინისტრი იქნება წულუკიანი. "შეხვედრა გვქონდა. ძალიან კარგად მოგვისმინა. როგორი მინისტრი იქნება, მე რა ვიცი. ბევრი იყო, რომელიც იყოს სფეროდან (კულტურის) და არა და... ამაზე პასუხი არც შემიძლია. მშვენიერი შეხვედრა გვქონდა, მოგვისმინა, მოვიდა, დავილაპარაკეთ, მეტი ახლა არაფრის თქმა შემიძლია", - განაცხადა ნინო ანანიაშვილმა "ფორმულასთან" საუბრისას. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში სამუშაო შეხვედრა გამართა.
ლარსის გამშვებ პუნქტზე რუსი მესაზღვრეები ქართველ მძღოლებს დოკუმენტების სწრაფად მიღებისთვის დიდ გადასახადებს თხოვენ
2025 წელს საქართველოში 13 000-ზე მეტი ახალი სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)