|
2021-02-08 16:25:50, 728 ნახვა
კომენტარი
გოჩა ლორთქიფანიძე: მინდა, მტკიცებულებების შეგროვებაში აქტიური ძალისხმევისთვის მადლობა გადავუხადო ყველა შესაბამის უწყებას
„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მტკიცებულებების შეგროვებაში აქტიური ძალისხმევისთვის მადლობა გადავუხადო ყველა შესაბამის უწყებას, ვინც ჩვენთან ერთად მონაწილეობდა პროცესში, მათ ყოფილ თუ მოქმედ თანამშრომლებს“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პარლამენტში 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა. გოჩა ლორთქიფანიძის ანგარიში 21 იანვარს სტრასბურგის სასამართლოში მოპოვებულ ისტორიულ გამარჯვებას ეხება. „განსაკუთრებით აღსანიშნავია, მთავარი საგამოძიებო ორგანო – გენერალური პროკურატურა და მისი საგამოძიებო ნაწილი. დღეს ამ დარბაზში გვესწრება პროკურატურის გამომძიებელი მამუკა ფარულავა, რომელსაც პირადად აქვს უდიდესი დამსახურება ყველა შეგროვებული მტკიცებულების საქმეში დამაგრებისა და მტკიცებულებად ქცევის საკითხში და მას ვუხდი მადლობას; იგი იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში აგროვებდა მტკიცებულებებს და აძლიერებდა საქმეს; მადლობას ვუხდი თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს, რომლებთან ერთადაც შევაგროვეთ რადარის ჩანაწერები, განაღმვის ამსახველი დოკუმენტაცია, კარტოგრაფიული მასალა და სხვა მტკიცებულებები; მადლობას ვუხდი შინაგან საქმეთა სამინისტროს, განსაკუთრებით კი, შიდა ქართლის პოლიციასა და საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურს; მადლობას ვუხდი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მთელი ამ პროცესის განმავლობაში აქტიური მხარდაჭერისთვის; საჭირო აუდიო- ფოტო- და ვიდეომასალების მოწოდებისთვის; ომისდროინდელი სატელეფონო მიყურადებების დამაგრებისა და მოწოდებისთვის; ასევე, ინოვაციური იდეებისთვის, როგორიც იყო, მაგალითად, სეისმური სადგურის ჩანაწერების გამოყენება აფეთქების დამადასტურებლად; მადლობას ვუხდი საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს ოკუპაციისა და განგრძობადი დარღვევების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოწოდებისთვის; დაბოლოს, მადლობას ვუხდი იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის თანამშრომლებს, რომლებიც დღეს ამ დარბაზში იმყოფებიან; ამ ახალგაზრდა გუნდმა აჩვენა საოცარი შემართება, პროფესიონალიზმი და კომპეტენცია, რაც საკმარისი აღმოჩნდა მრავალრიცხოვანი იურისტებით დაკომპლექტებული ძლიერი ოპონენტის დასამარცხებლად; განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის იმ პერიოდში იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს, ვისი ხელმძღვანელობითაც 2013 წლიდან არსებითი განხილვის ეტაპზე ვიმუშავეთ ამ საქმეზე; მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას, ამ პროცესის უშუალო მხარდაჭერისათვის. სტრასბურგის სასამართლოს გდაწყვეტილება წარმოადგენს პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებული დეოკუპაციის გეგმის განხორციელების მნიშვნელოვან ელემენტს. მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგა-მინისტრებს უწყებების ასეთი შეწყობილი ძალისხმევისა და მხარდაჭერისათვის. მადლობას გიხდით თქვენ – საქართველოს დეპუტატებს ამ პროცესში პოლიტიკური მხარდაჭერისა და თანადგომისთვის“, - განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.
ლარსის გამშვებ პუნქტზე რუსი მესაზღვრეები ქართველ მძღოლებს დოკუმენტების სწრაფად მიღებისთვის დიდ გადასახადებს თხოვენ
2025 წელს საქართველოში 13 000-ზე მეტი ახალი სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)