18:56 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-07 15:05:56, 492 ნახვა

სამართალი
ფოთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

ფოთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა, - ამის შესახებ გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ირაკლი აფშილავამ მიიღო.

ადვოკატებმა ბრალდებულის გათავისუფლების სანაცვლოდ მოსამართლეს 30 000 - ლარიანი გირაო შესთავაზეს , თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

„სასამართლო ვერ აღმოჩნდა სათანადო სიმაღლეზე.სასამართლო დაკავებულია პროკურატურის უკანონო მოთხოვნების რეგისტრაციით. სხვათაშორის, დაკავებული ადრეც იყო ნასამართლევი. 9 წელი მოიხადა სრულიად უდანაშაულოდ ციხეში. შემდეგ სტრასბურგის სასამართლოს მიერ იქნა გამართლებული“, - განაცხადა ადვოკატმა მარლენ კაზანჩიმ .

შალიკაშვილის ადვოკატები საქმის გასაჩივრებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გეგმავენ.

შეგახსენებთ, 4 თებერვალს ფოთში, შსს-ს შენობასთან საკუთარ ავტომობილში, გურამ ახალაია ჩაცხრილეს.

მკვლელობის ფაქტზე შსს-მ შალვა შალიკაშვილი ცხელ კვალზე დააკავა.

მას ბრალი სსკ-ის 108-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხოშტარია: ჩემზე არ ინერვიულოთ, რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად
როგორ გამოიყენებ მზის ენერგიას ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
ბოკუჩავა: პრეზიდენტ სააკაშვილის პოსტი უცნაურია, მსგავსმა იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ
ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics