|
2021-02-03 00:21:34, 611 ნახვა
მსოფლიო
ენტონი ბლინკენი - მოვუწოდებთ რუსეთს დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ალექსეი ნავალნი
აშშ შეშფოთებას გამოთქვამს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისთვის რეალური პატიმრობის მისჯით და რუსეთის მთავრობას მისი და ასობით სხვა დაკავებულის დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის განცხადებაში, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. „აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო, მიუსაჯონ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის ორი წლითა და რვა თვით თავისუფლების აღკვეთა და მისთვის პირობითი სასჯელის რეალური პატიმრობით შეცვლით. როგორც რუსეთის თითოეული მოქალაქეს, ნავალნის აქვს რუსეთის კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებები და რუსეთს აქვს საერთაშორისო ვალდებულებები, პატივი სცეს თანასწორობას კანონის წინაშე და გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებებს. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ბატონი ნავალნი, ასევე რუსეთის ასობით სხვა მოქალაქე, რომლებიც უკანონოდ დააკავეს ბოლო კვირებში საკუთარი უფლებების გამოყენებისთვის“, – ნათქვამია სახელმწიფო მდივნის განცხადებაში. მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის „ივ როშეს“ საქმეზე პირობითი სასჯელი რეალურით შეცვალა და 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
დაესწარით საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ვებინარს - აღმოაჩინეთ საერთაშორისო განათლების ახალი შესაძლებლობები
სი ძინპინმა კვლავ უარი თქვა პუტინს რუსული გაზის ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე
წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება
გერმანიის ელჩი: საქართველო ევროპული ინტეგრაციის საპირისპირო მიმართულებით მიდის
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)