|
2021-01-30 14:23:39, 530 ნახვა
მსოფლიო
Reddit-ის მომხმარებლებმა აშშ-ის საფონდო ბირჟაზე გადატრიალება მოაწყეს, რაც უოლ სტრიტს მილიარდობით დოლარი დაუჯდა
სოციალური მედიის სიძლიერისა და საფონდო ბირჟაზე წვდომის გამარტივების წყალობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში კერძო ინვესტორებმა უოლ-სტრიტზე რევოლუცია მოაწყეს, რის გამოც პროფესიონალ მოთამაშეებს მილიარდობით დოლარი უნდა დაეკარგათ. ფორუმის ერთ-ერთი საიტზე, Reddit-ზე გაერთიანებულებმა ჩათვალეს, რომ ვიდეო თამაშების GameStop-ის აქციები დაუფასებელია და მოაწყეს ფლეშმობი მათ შესაძენად. გარიგება წარმატებით დასრულდა და უოლ-სტრიტის პროფესიონალებმა დიდი ზარალი განიცადეს. ამჟამად, ფორუმის მომხმარებლები, რომელთა რაოდენობაც 4 მილიონს აჭარაბებს, აწყობენ ფლეშმობებს სხვა აქციებისთვისაც და მათი შეჩერება, ჯერჯერობით არავის შეუძლია. Reddit-ის მომხმარებლებმა გადაწყვიტეს დაესაჯათ უოლ-სტრიტის ინვესტორები ვიდეოთამაშების გამყიდველის დაუფასებლობის გამო. აშშ-ში 27 იანვარს საფონდო ბირჟის არეულობის წინაპირობა იყო კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები, რომლის გამოც ადამიანები სახლებში, მოწყენილები სხედან, - აღნიშნულს განმარტავს The Verge. ამასთანავე, შედეგად, მსოფლიოში მკვეთრად გაიზარდა ინტერესი არაპროფესიონალური გაცვლითი ონლაინ ვაჭრობის მიმართ. ასევე, მოთამაშეების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პლატფორმა იყო ფორუმი Reddit ვებ-გვერდზე, სახელწოდებით WallStreetBets. ფორუმი თავის თავს შემდეგნაირად აღწერს: „თითქოს 4chan-მა იპოვა Bloomberg-ის გაცვლითი ტერმინალი“. საიტი ჯერ კიდევ 2012 წელს, ინფორმაციული ტექნოლოგიების კონსულტანტმა ხაიმე როგოზინსკიმ დააარსა, რომელსაც სურდა მომგებიანი ინვესტიცია გაეკეთებინა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საინვესტიციო ფონდების რჩევის დაცვა ძალიან მოსაწყენი იყო, - აცხადებენ The Wall Street Journal-ში. 2021 წლის იანვარში, WallStreetBets ფორუმის მომხმარებლებმა, რომლებსაც ამ დროისთვის უკვე გაწევრიანებული ჰყავთ ოთხ მილიონზე მეტი ადამიანი, დაიწყეს GameStop-ის აქციების მასიური შეძენა, რამაც მათთვის ფასების ზრდას შეუწყო ხელი. შედეგად, აქციები, რომლებიც იანვრის დასაწყისსში 17 დოლარზე ოდნავ მეტი ღირდა, 27 იანვრისთვის 347 დოლარამდე გაიზარდა. 28 იანვარს, Robinhood-ის სერვისი, პოპულარული აპლიკაცია, რომლის ჰობიც ინვესტირებისთვის საშუალების მიცემაა, მოახდინონ ვაჭრობა აქციებით საკომისიოს გარეშე, გამოეხმაურა მომხდარ რევოლუციას. სწორედ მისი დახმარებით ითამაშეს ფორუმი WallStreetBets-ის მომხმარებლებმა ბირჟაზე. აღნიშნულმა სერვისმა აუკრძალა მომხმარებლებს GameStop, Nokia, AMC და BlackBerry-ს აქციების შეძენა - და დატოვა მხოლოდ Flash Mob-ის აქციები შესაძენად. Robinhood-მა აღნიშნული გადაწყვეტილება ახსნა, როგორც ფასიანი ქალადგების მაღალი არასტაბილურობა, რომელიც ამაღლებს რისკებს ინვესტორებისთვის.
2026 წლის I კვარტალში სამუშაო ძალის რაოდენობა შემცირდა, ასევე შემცირდა დასაქმების დონეც
ევროკავშირი კრემლთან მოლაპარაკებებში შუამავლად ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, მარიო დრაგის განიხილავს
ორ სამოქალაქო აქტივისტს ტროტუარის გადაკეტვისთვის დაპატიმრება მიუსაჯეს
BOG-ის კამპანიებმა საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალ Baku Flames 2026-ზე ორი ჯილდო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)