14:46 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-30 11:35:37, 840 ნახვა

მსოფლიო
12 გარდაცვლილი და 12 დაშავებული - ავტოსაგზაო შემთხვევა რუსეთში

რუსეთში ქალაქ სამარასთან საქალაქთაშორისო მიკროავტობუსის და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად 12 ადამიანი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 12 ადამიანი სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათგან 5 რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევა 19:20 საათზე, სოფელ ზაბოროვკის მიდამოში მოხდა.

როგორც რეგიონის მთავრობის პრესსამსახური იუწყება, დაშავებულთა ჰოსპიტალიზაციისთვის სამედიცინო ვერტმფრენების გამოყენება გახდა საჭირო.

საქმეზე გამოძიება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 264-ე მუხლით დაიწყო, რაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას ან სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის გაუფრთხილებლობით  სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
2026 წლის I კვარტალში სამუშაო ძალის რაოდენობა შემცირდა, ასევე შემცირდა დასაქმების დონეც
ევროკავშირი კრემლთან მოლაპარაკებებში შუამავლად ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, მარიო დრაგის განიხილავს
ორ სამოქალაქო აქტივისტს ტროტუარის გადაკეტვისთვის დაპატიმრება მიუსაჯეს
BOG-ის კამპანიებმა საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალ Baku Flames 2026-ზე ორი ჯილდო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics