|
2021-01-25 20:23:38, 599 ნახვა
კომენტარი
თინა ბოკუჩავა - ნიკა მელიას მხრიდან მუქარის შემცველი კომუნიკაცია წარმოუდგენლად მიმაჩნია
„ნიკა მელიას მხრიდან მუქარის შემცველი კომუნიკაცია წარმოუდგენლად მიმაჩნია“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიცია პოლიტიკური ჭორაობის სფეროში არ უნდა გადავიდეს. „წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ პირდაპირ გეუბნებით, რაიმე ტიპის მუქარის შემცველი კომუნიკაცია ყოფილიყო ნიკა მელიას მხრიდან, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ თუ არსებობს კითხვები ამასთან დაკავშირებით, თავად ნიკა მელიასაც ექნება იმის საშუალება, რომ ამ კითხვებს გასცეს პასუხი. თუ სერიოზულად ამბობს ამას იაგო ხვიჩია, მაშინ ასეთ სერიოზულ ბრალდებას, ბუნებრივია, რაღაც დასაბუთებაც სჭირდება. პოლიტიკური ჭორაობის სფეროში ნამდვილად, ჩემი აზრით, არ უნდა გადავიდეს ოპოზიცია“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ. შეგახსენებთ, პარტია „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ ნიკა მელიასთან სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა - ხვიჩია ვარაუდობს, რომ მელია მას დაემუქრა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)