|
2021-01-25 18:21:29, 742 ნახვა
მსოფლიო
მარია ჯუფერევა-სკურატოვსკი - მოვუწოდებ საქართველოს მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს, დაიწყონ სიღრმისეული მოლაპარაკებები
მოვუწოდებ საქართველოს მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს, დაიწყონ სიღრმისეული მოლაპარაკებები და განსაზღვრონ შესაძლებლობები, რათა ერთად იმუშაონ პარლამენტში, - ამის შესახებ ესტონელმა დეპუტატმა, „ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“ წევრმა, მარია ჯუფერევა-სკურატოვსკიმ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ დებატები გაიმართა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ტრადიციული ბიულეტენების სისტემასთან ერთად, ელექტრონული არჩევნების სისტემაც უნდა განიხილოს. „ტინი კოქსის მოხსენებაში ხაზგასმულია, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შეფასების თანახმად, არჩევნები კონკურენტული იყო და საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო. პირველ რიგში, ჩემი პოლიტიკური ჯგუფის სახელით მოვუწოდებ როგორც საქართველოს მმართველ პარტიას, ასევე ოპოზიციურ პარტიებს, დაიწყონ მოლაპარაკებები და განიხილონ პარლამენტში ერთად მუშაობის შესაძლებლობები, რადგან ვხედავთ, რომ ბოიკოტი მოსახლეობის ინტერესების წარმოსადგენად საუკეთესო საშუალება არაა. მეორე, ჩვენ არ ვუჭერთ მხარს მმართველი პარტიის ინიციატივას, რაც იმ ოპოზიციური პარტიებისთვის, რომლებიც არ შედიან პარლამენტში, საბიუჯეტო დაფინანსებისა და სხვა ბენეფიტების შეწყვეტას ითვალისწინებს. ჩვენ ვხედავთ, რომ ამან შეიძლება, გამოიწვიოს პოლიტიკური სიტუაციის გაუარესება. მესამე, მივესალმებით სპეციალური კომიტეტის შექმნას, რომელმაც ის დარღვევები უნდა გამოიძიოს, რომელიც ბოლო დროს ჩატარებული არჩევნების დროს დაფიქსირდა. მეოთხე, მივესალმებით საარჩევნო სისტემის რეფორმას, რომელიც 2024 წელს სრულად პროპორციულად ჩატარებას ითვალისწინებს და და მეხუთე, ჩვენ გამოვდივართ წინადადებით, რომ ტრადიციული ბიულეტენების სისტემასთან ერთად, განხილული იყოს ელექტრონული არჩევნების სისტემაც“, - განაცხადა მარია ჯუფერევა-სკურატოვსკიმ.
2026 წლის I კვარტალში სამუშაო ძალის რაოდენობა შემცირდა, ასევე შემცირდა დასაქმების დონეც
ევროკავშირი კრემლთან მოლაპარაკებებში შუამავლად ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, მარიო დრაგის განიხილავს
ორ სამოქალაქო აქტივისტს ტროტუარის გადაკეტვისთვის დაპატიმრება მიუსაჯეს
BOG-ის კამპანიებმა საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალ Baku Flames 2026-ზე ორი ჯილდო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)