|
2021-01-24 16:37:09, 680 ნახვა
კომენტარი
აქციის მონაწილე - ხელისუფლებას 48 საათიან ვადას ვაძლევთ, ამის შემდეგ დავიწყებთ შენობების პიკეტირებას
„ხელისუფლებას 48 საათიან ვადას ვაძლევთ, ამის შემდეგ დავიწყებთ შენობების პიკეტირებას“, - ამის შესახებ აქციის მონაწილემ ალექსანდრე პაიკიძემ მთავრობის კანცელარიასთან განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ მოსახლეობა უნდა დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს. „რეგულაციების მოხსნაზე არის საუბარი, რომ არ შევყვეთ, ბევრი პუნქტია, ვაერთიანებთ ამ ყველაფერს ერთ ფრაზაში. დავუბრუნდეთ ჩვეულ ცხოვრების რიტმს, სადაც ადამიანები ინდივიდუალურად მიიღებენ გადაწყვეტილებას იმ შიშებიდან გამომდინარე, რაც ვიღაცას აწუხებს. 48 საათი არის ხელისუფლებისთვის მოთხოვნების შესასრულებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაიწყება პიკეტირება ძირითადი სახელმწიფო უწყებების, სადაც იღებენ გადაწყვეტილებას – ეს გახლავთ პარლამენტი, კანცელარია, და რაც უნდა გასაკვირი იყოს, ლუგარის ლაბორატორია“, – განაცხადა ალექსანდრე პაიკიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)