|
2015-10-02 14:48:13, 564 ნახვა
სამართალი
კინოლოგიური პროექტი k9 აშშ-ს მთავრობამ საქართველოს გადმოსცა
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, საქართველოში აშშ-ს ელჩი იან კელი და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კინოლოგიური პროექტის დახურვის ცერემონიას დაესწრნენ. აშშ-ს მთავრობამ პროექტი K9 ქართულ მხარეს სრულად გადასცა და ის შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების თანამშრომლობით გაგრძელდება. კინოლოგიური პროექტი აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) დაფინანსებით 2013 წლიდან ხორციელდებოდა. პროექტი მიზნად ისახავდა ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლას, რაც საქართველოს მთავრობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს წარმოადენს. პროექტის მიმდინარეობისას შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლებისგან შეიქმნა ოპერატიული დანაყოფი, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და სხვადასხვა სასაზღვრო გამტარ პუნქტებში ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენის საკითხებზე სამომსახურეო ძაღლებთან ერთად მუშაობს. კინოლოგებმა და სამომსახურეო ძაღლებმა 2013-2015 წელს მომზადება აშშ-ში, თურქეთში და საქართველოს სხვადასხვა გამტარ პუნქტებში გაიარეს. პროექტის ფარგლებში, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ძაღლების 8 მუდმივ საცხოვრებელს - ვოლიერს, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება, ხოლო თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად დროებითი ვოლიერები აშენდა. ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს წარუდგინეს პროექტის ფარგლებში გადამზადებული კინოლოგებისა და სამომსახურეო ძაღლების მიერ ნარკოტიკული საშუალების აღმოჩენისა და ამოღების სიმულაციური ოპერაცია.
აშშ-ის საელჩო: ვულოცავთ შიო III-ს პატრიარქად არჩევას, ისტორიული მოვლენაა, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პატრიარქის პირველი არჩევაა
CNN: ტრამპი იმედგაცრუებულია ირანთან მოლაპარაკებებით და ომის განახლებისთვის ემზადება
ტრამპის შვილი X-ზე ტრამპ თაუერ თბილისის რენდერის ფოტოს აქვეყნებს
სვეტიცხოველში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)