|
2021-01-20 21:09:08, 669 ნახვა
მსოფლიო
ჯო ბაიდენი - ჩვენი მთავარი მიზანია გაერთიანება, რათა დავამარცხოთ სიბრაზე, სიძულვილი, ძალადობა, დაავადებები
ჩვენი მთავარი მიზანია გაერთიანება, რათა დავამარცხოთ სიბრაზე, სიძულვილი, ძალადობა, დაავადებები, - ამის შესახებ აშშ-ის 46-ე პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ფიცის დადების შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მანვე დასძინა, რომ ამერიკა დაამარცხებს ყველა გამოწვევას, რომლის წინაშეც დგას მისი მომავალი. „ჩვენ დავამარცხებთ ყველა პრობლემას, გამოწვევას, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყნის მომავალი დგას. ის რაც ჩვენი დემოკრატიის დანაკარგია, უნდა აღვადგინოთ, 1863 წლის იანვარში, აბრაჰამ ლინკოლნმა მიმართა ხალხს და თქვა, რომ „თუ ჩემი სახელი ისტორიაში ხელყოფილ იქნა, ჩემი ფიქრი და გონი მიმართული იქნება მთელი ქვეყნის მოსახლეობის, მისი გაერთიანების შესახებ" და მეც იგივეს ვფიქრობ, ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი, რომ ხალხი გაერთიანდეს, რათა დავამარცხოთ სიბრაზე, სიძულვილი, ექსტრემიზმი, ძალადობა, დაავადებები, ეს ჩვენ მხოლოდ გაერთიანებით შეგვიძლია, ჩვენ შეგვიძლია ჯერ კიდევ და მუდამ შევძლებთ კარგი საქმეების კეთებას, რათა გადავარჩინოთ შვილები, სკოლები, მათი განათლება, დავამარცხოთ ეს ვირუსი და დაავადება, აღვადგინოთ და ფეხზე დავაყენოთ ამერიკა კიდევ ერთხელ სიკეთის ასაშენებლად.", - განაცხადა ჯო ბაიდენმა. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ჯო ბაიდენმა ფიცი დადო და ის აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)