01:34 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-20 12:21:03, 588 ნახვა

სამართალი
ნატალია ილიჩოვას ადვოკატი - დაკავებულების მიმართ ბრალი სრულიად მოუმზადებლად იყო წარდგენილი

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ნატალია ილიჩოვას ადვოკატი, ნესტან ლონდარიძე აცხადებს, რომ დაკავებულების მიმართ ბრალი სრულიად მოუმზადებლად იყო წარდგენილი.

მისი თქმით, ამ ხნის განმავლობაში, აღნიშნულ საქმეზე ბრალის შინაარსობრივი ფორმულირებაც კი არ მომხდარა.

„იმ ფაქტს, რომ 4 თვის შემდეგ მოხდა ბრალის დაზუსტება, ეს მიუთითებს იმაზე, რომ სრულიად მოუმზადებლად იყო ბრალი წარდგენილი. თავიდან, როდესაც დაკავება განხორციელდა ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის, ნამდვილად არ იყო გაკეთებული ბრალის შინაარსობრივი ჩამოყალიბება. ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ საქმის შესწავლა მიმდინარეობს მათივე ინფორმაციით წლების განმავლობაში, 2015 წლიდან. ამ ხნის განმავლობაში ბრალის ჩამოყალიბებაც არ იყო ზუსტად ფორმულირებული. მას შემდეგ, რაც ამ ორი ადამიანის სრულიად უდანაშაულოდ დაკავება განხორციელდა, ჩვენ ველოდებით ყველაფერს“, - განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.

ცნობისთვის, ე.წ კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას პროკურატურა დღეს ბრალს დაუზუსტებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics