|
2021-01-19 16:22:10, 731 ნახვა
მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - ალექსეი ნავალნის დაკავებაზე დასავლეთის გამოხმაურებას კრემლი ყურადღებას არ აქცევს
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ კრემლი დასავლეთის პოლიტიკოსების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, ალექსეი ნავალნის დაკავებასთან დაკავშირებით, ყურადღებას არ აქცევს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. "ნავალნის დაკავებაზე საუბრისას, დასავლელი პოლიტიკოსები რუსეთის მიერ კანონის შეუსრულებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას. ეს ქვეყნის შიდა საკითხია და ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას, რომ მასში ჩაერიონ და არ ვაპირებთ, რომ მსგავსი განცხადებები მოვისმინოთ", - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა. დიმიტრი პესკოვმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი დაინტერესებულია კეთილმეგობრულ ურთიერთობებში, რომლებიც არც ერთ შემთხვევაში არ უნდა განისაზღვროს ერთი კონკრეტული პიროვნების საქმით.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)