|
2021-01-19 09:41:15, 919 ნახვა
მსოფლიო
დამოუკიდებელი კომისია ჩინეთის ხელისუფლებასა და ჯანმო-ს კორონავირუსზე დაგვიანებული რეაგირებისთვის აკრიტიკებს
„პანდემიისთვის მზადყოფნისა და მასზე რეაგირების დამოუკიდებელი კომისია“ ჩინეთის ხელისუფლებასა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით აკრიტიკებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, კომისიაში აცხადებენ, რომ ჩინეთის ოფიციალურ პირებს შეეძლოთ ქვეყანაში ჯანდაცვის ზომები იანვრის თვეში უფრო გაემკაცრებინათ, რათა თავიდან აეცილებინათ COVID-19-ის მიერ გამოწვეული პირველადი დაავადებები. კომისია ასევე აკრიტიკებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას (WHO) იმის გამო, რომ საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობა 30 იანვრამდე არ გამოაცხადა. ექსპერტებს, რომლებიც განიხილავენ პანდემიის გლობალურ მოპყრობას, ახალი ზელანდიის ყოფილი პრემიერ მინისტრი ჰელენ კლარკი და ლიბერიის ყოფილი პრეზიდენტი ელენ ჯონსონ სერლიფი ხელმძღვანელობდა. ისინი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში რეფორმების გატარებას ითხოვდნენ. როგორც კომისიაში აცხადებენ, ჯანმო-ს წევრი 194 ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრებისთვის რეკომენდაციები ანგარიშის საბოლოო დასკვნაში იქნება წარმოდგენილი, რომელიც მაისში გამოქვეყნდება.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)