11:30 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-17 14:56:42, 630 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთში გამართულ საპროტესტო აქციაზე 75 ადამიანი დააკავეს, 12 პოლიციელი დაშავდა

საფრანგეთში გამართულ საპროტესტო აქციაზე 75 ადამიანი დააკავეს, 12 პოლიციელი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას  rfi ავრცელებს.

მედიის ცნობით, აქცია პარიზსა და სხვა ქალაქებში უსაფრთხოების სადავო კანონპროექტის წინააღმდეგ გაიმართა.

პოლიციის თქმით დემონსტრანტების რაოდენობამ ქვეყნის მასშტაბით 34 ათასი შეადგინა, ხოლო აქციის ორგანიზატორების განცხადებით პროტესტი 200 ათასამდე ადამიანმა გამოხატა.

ცნობისთვის, უსაფრთხოების სადავო კანონპროექტი საფრანგეთში მასობრივი დემონსტრაციებისა და არეულობის მიზეზი არაერთხელ გახდა.

ახალი კანონპროექტის თანახმად, ინტერნეტსივრცეში, ბეჭდურ მედიასა და სამაუწყებლო მედიაში სამართალდამცველების მაიდენტიფიცირებელი გამოსახულებების გამოქვეყნება მათთვის ფიზიკური, ან ფსიქოლოგიური ზიანის მიყენების მიზნით იკრძალება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა გადაწყვიტა, შეამციროს ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობა ნატოს ქვეყნების დასახმარებლად
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი სამი პირი დააკავა
26 მაისს მერია რამდენიმე ქუჩას კეტავს
პუტინმა სი ძინპინთან ვიწრო ფორმატში გამართულ მოლაპარაკებებს მნიშვნელოვანი უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics