09:35 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-08 10:03:38, 776 ნახვა

მსოფლიო
ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შტურმის დროს დაშავებული პოლიციელი გარდაიცვალა

ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობაში განვითარებული მოვლენების დროს დაშავებული პოლიციის ოფიცერი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას კაპიტოლიუმის პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ოფიცერი ბრაიან სიკნიკი 7 იანვარს საღამოს, დაახლოებით, 21:30 საათზე საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ის კაპიტოლიუმის პოლიციის დეპარტამენტში 2008 წლის ივლისიდან მუშაობდა. მის გარდაცვალებას USCP და კაპიტოლიუმის პოლიციის დეპარტამენტის ფედერალური პარტნიორები იძიებენ.

ცნობისთვის, ვაშინგტონში, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა, არეულობის შედეგად კი ოთხი ადამიანი დაიღუპა.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პენტაგონი ირანში სახმელეთო შეჭრის ალბათობას უშვებს
უკრაინულმა დრონებმა სტავროპოლის ოლქში ქიმიურ ქარხანას და რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics