08:52 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-07 01:03:26, 766 ნახვა

მსოფლიო
ტრამპის მხარდამჭერები კონგრესში და სენატში შეიჭრნენ ვითარება მძიმეა - live

სიენენის“ ცნობით, აშშ-ის კონგრესში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირების დროს ერთი ადამიანი დაიჭრა. რეპორტიორების ცნობით, დაჭრილია ქალი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მომხდარის სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ტრამპის მხარდამჭერები ცოტა ხნის წინ კონგრესის შენობაში შეიჭრნენ.

მომხდარის გამო კონგრესში მიმდინარე სხდომა, სადაც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დაემტკიცებინათ, შეწყდა.

ამერიკული მედიის ინფორმაციით დაჭრილია ერთი ქალი. CNN-ის მიხედვით მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

კონგრესს ოფიციალურად უნდა დაემტკიცებინა საარჩევნო კოლეგიის ხმები, რომლის მიხედვითაც აშშ-ს მომავალი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდება. ტრამპის მხარდამჭერები ამას ეწინააღმდეგებიან. თავად ტრამპი დამარცხებას ამ დრომდე არ აღიარებს და კვლავ არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს.

ტრამპმა სიმშვიდისაკენ მოწოდებამდე გააკრიტიკა ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, რომელმაც თქვა, რომ ის იზიარებს შეშფოთებას არჩევნების სამართლიანობის  შესახებ, მაგრამ მისი თქმით, არ არის სწორი რომ მან ცალმხრივად უნდა მიიღოს ან უარყოს საარჩევნო კოლეგიის მიერ მიცემული ხმები. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics