02:21 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-31 14:20:40, 1774 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა მშვიდობისმყოფელებს ახალი წელი მართვის ცენტრიდან მიულოცეს

ქართველ მშვიდობისმყოფელებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა დამდეგი ახალი წელი თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მართვის ცენტრიდან მიულოცეს.

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და გენერალ-მაიორმა, გიორგი მათიაშვილმა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკასა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართეს. ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის წინაშე და გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ქართველი მშვიდობისმყოფელების წვლილი აღნიშნა, ღირსეული სამსახურისთვის მათ მადლობა გადაუხადა და მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აღუთქვა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში მყოფ ჯარისკაცებს სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება, მათ ოჯახებს კი ბედნიერი 2021 წელი უსურვა.

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მართვის ცენტრიდან ვიდეოკონფერენციის საშუალებით ჩართვა ავღანეთში რამდენიმე ლოკაციაზე - ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ქაბულში, მაზარ-ი-შარიფსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში, ბაზა „უკატექსზე“ განხორციელდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics