19:05 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-30 14:51:55, 733 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი კაპიტალმა“ კვებისა და სწრაფი მოხმარების პროდუქციის - FMCG სექტორის მიმოხილვა წარადგინა

„თიბისი კაპიტალმა“ კვებისა და სწრაფი მოხმარების პროდუქციის - FMCG სექტორის შესახებ მიმოხილვა წარადგინა, რომლის მიზანია კომპანიებისთვის და პოტენციური ინვესტორებისთვის სექტორის მიმდინარე მდგომარეობისა და განვითარების პოტენციალის გაცნობა.

კვლევის მიხედვით, ორგანიზებული ბაზარი პანდემიის პირობებში ზრდას განაგრძობს და მოსალოდნელია ორგანიზებული მოთამაშეების ბაზრის წილისა და კონკურენციის ზრდის პირობებში, 2019 წლის დონე შეინარჩუნოს.

ორგანიზებულ ბაზარზე საშუალო ზომის მოთამაშეების წილი გაიზარდა, რაც ახალი მაღაზიების გახსნით არის განპირობებული. ამასთანავე, ორგანიზებული ბაზარი თბილისიდან რეგიონებისკენ ფართოვდება, თუმცა ზოგიერთი დიდი რეგიონი კვლავ აუთვისებელი რჩება.

ბაზრის გრძელვადიანი ტენდენციები FMCG დანახარჯებისა და ორგანიზებული ბაზრის წილის ზრდაზე მიანიშნებს. 2020 წელს უნაღდო დანახარჯების როლი აღნიშნულ ბაზარზე მნიშვნელოვნად გაიზარდა.

კვლევის თანახმად, ქართული FMCG მოთამაშეების ფინანსური მაჩვენებლები სტაბილურად ჯანსაღ დონეს ინარჩუნებს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics