|
2020-12-28 18:52:26, 605 ნახვა
კომენტარი
გიორგი კაკაურიძე: დეფიციტისა და ვალის შესამცირებლად ქვეყნის შიგნით არსებული რესურსი უნდა გამოვიყენოთ
დეფიციტისა და ვალის შესამცირებლად უნდა გამოვიყენოთ ქვეყნის შიგნით არსებული რესურსი, რისთვისაც გასატარებელია ეკონომიკური რეფორმები, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დამატებითი ინვესტიციები მიიმართოს ინფრასტრუქტურის განვითარებაში, კაპიტალური პროექტების ხარჯზე დეფიციტის შემცირება გრძელვადიან პერიოდში, არ იქნება სწორი და მიზანშეწონილი, ამიტომ მისი განცხადებით, საჭიროა იმ რესურსების გამოყენება, რაც არსებობს ქვეყანაში. „პირველ რიგში, ეს არის სახელწიფო საწარმოების ნაწილი, რომელთაც აქვთ იმის პოტენციალი რომ ეკონომიკურ ზრდაში უფრო მეტი წვლილი შეიტანონ, ჰქონდეთ მეტი მოგება. შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის უფრო მაღალი ტემპების მიღწევაში დაგვეხმარონ. მეორე მიმართულებაა დამატებითი შემოსავლების მობილიზება. აქ, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ პირდაპირ რომელიმე გადასახადის გაზრდას, არამედ ესაა ადმინისტრირების ნაწილში გაუმჯობესება, იმისთვის, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკა მეტად გამოვიყვანოთ ჩრდილიდან და დაწესებული გადასახადი სამართლიანად გადაიხადოს ყველამ. გარდა ამისა, თითქმის ყველა მიმართულებით დაწესებული გვაქვს შეღავათები, უნდა შევთანხმდეთ, ემსახურება თუ არა ეს შეღავათები მთავარ მიზანს - მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარებას, ან კონკრეტული სექტორის განვითარებას ან აქვს თუ არა მას სოციალური ფაქტორი. თუ ამ მიზნებს არ ემსახურება ეს შეღავათები, სამომავლოდ მათი ეტაპობრივად გადახედვა მოგვიწევს. ეს არის ის მიმართულებები, რომლებიც ვფიქრობ, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ვალის მოცულობა მნიშვნელოვნად შევამციროთ. ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველ 10 წელიწადში ერთხელ, სამწუხაროდ, ხდება ეკონომიკური შოკები და მათზე საპასუხოდ აუცილებლად გვჭირდება რეზერვი. ამისთვის კი საჭიროა რეფორმების განხორციელება და ქვეყანაში არსებული რესურსების მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენება", - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)