|
2020-12-28 10:08:56, 835 ნახვა
ეკონომიკა
2020 წელს საუკეთესოდ შეფასებულ ხუთ ღვინოს შორის გამორჩეული ადგილი ქართულმა ღვინომ დაიკავა
The Morning Claret-ის დამფუძნებელმა და რედაქტორმა, ბესთსელერის „ქარვისფერი რევოლუცია“ (Amber Revolution) ავტორმა საიმონ ვულფმა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ღვინის ერთ-ერთ საუკეთესო შემფასებლად ითვლება, 2020 წლის შემაჯამებელ სტატიაში მკითხველს ხუთი ღვინო გააცნო, საიდანაც ერთი ქართული ღვინო - 2016 წელს წარმოებული საფერავია. საიმონ ვულფი განმარტავს, რომ ოჯახური ტიპის მეღვინეობის "ბიომარანი"-ის საფერავი "ნამდვილი ვარსკვლავი" და სრულიად განსაკუთრებულია. რაც შეეხება თავად სახელს - "ბიომარანი", ავტორი წერს, რომ ეს შთაგონებას იწვევს, რადგანაც ტექნიკური აღწერის თანახმად, მათ მიერ წარმოებული ღვინო „ორგანულზე გადასვლის“ ეტაპს გადის, რაც, მისივე შეფასებით, ძალიან კარგი დასაწყისია. "ბიომარანმა" ჭეშმარიტად გამაოგნებელი ღვინო მიიღო, რომელიც მაგონებს უდიდეს ლუარის კაბერნე ფრანკს (Loire Cab Franc)" - წერს ვულფი. მისივე შეფასებით ამ ღვინოში სწორადაა შენარჩუნებული საფერავის წითელი კენკროვანი გემო, ისევე როგორც მისი მწკლარტე, მაგრამ დახვეწილი ტანინი და აქვე დასძენს, რომ "ლაღად იგრძნობა შეთამაშებული მიწის სურნელი, რასაც ისევ Cab Franc-მდე მივყავარ. ეს კი აღფრთოვანებას გვმატებს! ეს საფერავი ნადვილი vin de soif-ია, ტიპიურობითა და ენერგიით დატვირთული. და როგორც ყველა კარგი ქვევრის ღვინის შემთხვევაში, აქ ვერ ნახავთ ვერც ჭარბ ჟანგბადიანობასა და ვერც მუხის კასრის ზედმეტ გემოებს, რაც ამ ღვინოს განსაკუთრებით სახალისოს ხდის". ამასთან, ღვინის გამორჩეული შემფასებელი "ბიომარანს" მადლობას უხდის, რომ ეს 2016 წლის ღვინო ახლა გამოუშვა და არა მის ადრეულ ეტაპზე, რადგან მისივე აზრით, ეს ღვინო ბევრად კარგია, როდესაც ის რამდენიმე წლიანი დაძველებითაა. საიმონ ვულფი ბევრს საუბრობს "ბიომარანის" ღვინოზე და სტატიას იმ იმედით ასრულებს, რომ “თუ ქისი და ხიხვიც ასეთივე კარგია, მხოლოდ ამისთვის ღირს მოუთმენლად დაველოდოთ 2021 წელს”. გარდა ქართული ღვინისა, საიმონ ვულფის წლის შეფასება ესპანურმა, ფრანგულმა, სლოვაკურმა და იტალიურმა ღვინოებმა დაიმსახურეს. ბიო მარანი ვებგვერდი: https://www.biomarani.com/ ბიო მარანი FB: https://www.facebook.com/BioMarani/ ვრცლად სტატია: https://www.themorningclaret.com/2020/why-natural-wine-matters-in-2020-my-top-5-discoveries/
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)