|
2020-12-26 01:38:52, 1313 ნახვა
სამხედრო
ღარიბაშვილი: მადლობა ქართველ სამხედროებს სამშობლოს ღირსეული წარმოჩენისთვის და მსოფლიო მშვიდობის დაცვისთვის
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც საერთაშორისო მისიებში იღებენ მონაწილეობას, გმირული თავდადებისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმს სამშვიდობო მისიებში დიდი წვლილი შეაქვს. მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო მომავალ წელსაც გააგრძელებს ღირსეულ მონაწილეობას საერთაშორისო მისიებში მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად. „საქართველო, როგორც ევროპული ღირებულებების ერთგული საზოგადოება ევროატლანტიკური სივრცის წევრობისკენ მიისწრაფვის. ჩვენს სამხედროებს, თავიანთი პროფესიონალიზმითა და თავგანწირვით, დიდი წვლილი შეაქვთ სამშვიდობო ოპერაციებში, იქნება ეს ავღანეთი - ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისია“ თუ ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საწვრთნელი მისიები - ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში. მინდა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს საამაყო ჯარისკაცებს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი მნიშვნელოვანი კონტრიბუციისთვის და მათი არაერთი გმირული თავდადებისთვის. მადლობა მათ სამშობლოს ღირსეული წარმოჩენისთვის და მსოფლიო მშვიდობის დაცვისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)