|
2020-12-25 23:23:40, 1188 ნახვა
სამხედრო
ირაკლი ღარიბაშვილი: მნიშვნელოვან ყურადღებას ვუთმობთ ჰაერსაწინააღმდეგო შესაძლებლობების განვითარებას
საქართველოს საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისა და განვითარების მიზნით განხორციელებულ ნაბიჯებზე ირაკლი ღარიბაშვილმა 2020 წლის საქმიანობის შეჯამებისას ისაუბრა. საზოგადოებასა და მედიას ანგარიში თავდაცვის მინისტრმა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში წარუდგინა. მისი განცხადებით, წარსული გამოცდილების გააზრებით, უწყების მიერ მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ჰაერსაწინააღმდეგო შესაძლებლობების განვითარებას. „ფრანგული კონტრაქტის ფარგლებში, თავდაცვის ძალებში უკვე განთავსდა ფრანგული წარმოების საჰაერო თვალთვალის რადარები, მობილური საკომანდო პუნქტი და „მისტრალი-3“ ტიპის რაკეტები საცეცხლე მანქანებით. აქტიურად გრძელდება ფრანგული კონტრაქტის მეორე ფაზის შესრულება, რომელიც 2021 წლის ბოლოს დასრულდება“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. უწყების ხელმძღვანელმა ისრაელის სახელმწიფო კომპანია „რაფაელთან“ გაფორმებულ შეთანხმებაზეც ისაუბრა, რომლის თანახმად საჰაერო თავდაცვით დანადგარებს სრული აღდგენა და მოდერნიზაცია ჩაუტარდება. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ძლიერი თავდაცვის ძალები წარმოუდგენელია ძლიერი საავიაციო კომპონენტის გარეშე. მისივე განმარტებით, ამ მიზნით 2020 წელს საავიაციო პარკის აღდგენა-რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის პროექტი დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილმა სამომავლო გეგმებზე საუბრისას განაცხადა, რომ 2021 წელს უწყება შეიძენს ოპერატიულ და ტაქტიკურ უპილოტო, ასევე საბრძოლო საფრენ აპარატებს - დრონებს. ასევე, იგეგმება სამანევრო და საარტილერიო ქვედანაყოფების თანამედროვე სადაზვერვო საფრენი აპარატებით აღჭურვაც.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)