|
2020-12-24 10:18:17, 734 ნახვა
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი წიწვოვანი ხე-მცენარეების რეალიზაციის პუნქტების მასშტაბურ შემოწმებას ახორციელებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით, წიწვოვანი ხე-მცენარეების რეალიზაციის პუნქტების მასშტაბური მონიტორინგი განახორციელეს. ღონისძიების მიზანი წიწვოვანების უკანონოდ მოპოვება-რეალიზაციის აღკვეთა და პრევენციაა. დედაქალაქში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთი ადგილების კონტროლს, როგორიცაა, სპორტის სასახლის, ვაგზლის, მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიები. აღსანიშნავია, რომ არც ერთ პუნქტზე სამართალდარღვევა არ გამოვლინდა. წიწვოვანი ხე-მცენარეების რეალიზატორები ვალდებულნი არიან, იქონიონ გასაყიდად გამოტანილი ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობა. სწორედ ამ დოკუმენტითაა შესაძლებელი იმის დადგენა, რომ ხე-მცენარე კანონიერი გზით - სანერგეში, პლანტაციაში, ან საკარმიდამო ნაკვეთშია მოპოვებული. იმ შემთხვევაში კი, თუ რეალიზატორი იმპორტირებულ ხე-მცენარეს ყიდის, მან იმპორტირების დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინოს. წიწვოვანების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე ჯარიმა 200-დან 2000 ლარამდე მერყეობს, რასაც გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის ოდენობაც ემატება. თუ ზიანის ოდენობა 1000 ლარს აჭარბებს, პირის მიმართ დგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები წიწვოვანი ხე-მცენარეების რეალიზაციის პუნქტების აქტიურ მონიტორინგს მომდევნო დღეებშიც განახორციელებენ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)