|
2020-12-23 18:34:01, 1001 ნახვა
ეკონომიკა
ყველაზე მაღალი ქეშბექი ლიბერთის მომხმარებლებს | ქეშბექისა და ვიზას ერთობლივი საახალწლო აქცია იწყება
ლიბერთის ლოიალობის პროგრამა "ქეშბექი" საახალწლო აქციას 25 დეკემბრიდან იწყებს. აქციის ფარგლებში, ლიბერთის Visa ბარათის მფლობელებს „ქეშბექი“-ს ოთხ პარტნიორ კომპანიაში ნებისმიერი პროდუქციის შეძენისას ყველაზე მაღალი ქეშბექი - გადახდილი თანხის 40% მომენტალურად დაუბრუნდებათ ანგარიშზე. აქციაში ჩართულია პეპელას, მინისოს, ბიბლუსისა და სმაგლერსის ყველა სავაჭრო ობიექტი მთელი საქართველოს მასშტაბით. აქციის თარიღებია:
აქციით სარგებლობისთვის საჭიროა "Cashback”-ის აპლიკაციაში ან ვებ გვერდზე cashback.ge შეთავაზების გააქტიურება და ლიბერთის ნებისმიერი ბარათით, ლიბერთის ტერმინალზე გადახდა. „უკვე ტრადიციულად, „ქეშბექი“ მეგობარ ობიექტებსა და ვიზასთან ერთად ყველაზე მაღალ ქეშბექს უბრუნებს მომხმარებელს. ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წინასაახალწლო სამზადისი შევუმსუბუქოთ ჩვენს ლოიალურ მომხმარებელს. იმედი გვაქვს, ბევრი მათგანი შეძლებს ამ განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობას და უსაფრთხოების წესების სრული დაცვით ესტუმრება ჩვენს მეგობარ ობიექტებს.“ - გიორგი მაკარიძე, ლიბერთის საცალო საბანკო მომსახურების დირექტორი. აქციის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ქეშბექის ფეისბუქ გვერდზე და ვებ გვერდზე libertybank.ge. ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 2 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 550 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს. ლიბერთის ლოიალობის პროგრამას "ქეშბექი" 500-მდე პარტნიორი კომპანია ჰყავს. "ქეშბექი" ერთადერთი ლოიალობის პროგრამაა საქართველოში მობილური აპლიკაციით, რომელიც ყველა შეთავაზებას ერთ პლატფორმაზე აერთიანებს. დამატებითი ინფორმაციისთვის: www.libertybank.ge; მედია კონტაქტი: pr@lb.ge.
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მომზადდა
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)