|
2015-09-30 10:02:51, 354 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიუ იორკში შეხვედრებს განაგრძობს. ირაკლი ღარიბაშვილი დღეს საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებს: Moody’s, Standard and Poor’s და Fitch-ის წარმომადგენლებს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურისი ინფორმაციით, ქართულმა მხარემ სარეიტინგო კომპანიების წარმომადგენლებს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებისა და ეკონომიკური განვითარების პოზიტიური ტენდენციების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში არსებულ ლიბერალურ ბიზნეს და საინვესტიციო გარემოზე. საუბარი შეეხო საქართველოსა და რეგიონში არსებული პოლიტიკურ ვითარებას. სარეიტინგო კომპანიების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე მიიღეს ინფორმაცია ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვისა და მოცულობის გაზრდის შესახებ, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია Moody’s, Standard and Poor’s და Fitch-ის მიერ რეიტინგების მინიჭების საკითხში.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)